სანდრო მამუკელაშვილი - გოგა ბითაძე ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც ჩემს ტყორცნებს ბლოკავდა #1TVSPORT
NBA-ში გოგა ბითაძემ და სანდრო მამუკელაშვლმა ერთმანეთის წინააღმდეგ მორიგი მატჩი გამართეს. გაიმარჯვა მამუს „ტორონტომ“ – 139:87.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი სანდრო გახდა, რომელმაც 21 წუთში 19 ქულა მოაგროვა. გოგა ბითაძეს მწვრთნელმა 10 წუთი არგუნა, რა დროშიც მან 6 ქულა ჩაიწერა.
თამაშის შემდეგ პრესკონფერენციაზე მამუკელაშვილს გოგა ბითაძეზე ჰკითხეს…
„მე და გოგა ერთმანეთის წინააღმდეგ 6-7 წლიდან ვთამაშობთ. მაღალი იყო, ფიზიკურად ძლიერი და ის იყო ერთადერთი კალათბურთელი, რომელიც ჩემს ტყორცნებს ბლოკავდა. მე ის მძულდა. გოგას წინააღმდეგ სათამაშოდ განსაკუთრებულად ვემზადებოდით.
ახლა მისი წარმატება მიხარია. „ორლანდოში“ დიდ სამუშაოს ასრულებს. იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო უკეთესი იქნება“.