სანდრო კობახიძის პირველი ძირითადი და პირველი გოლი უკრაინაში
სანდრო კობახიძის პირველი ძირითადი და პირველი გოლი უკრაინაში

უკრაინის პრემიერლიგის მე-16 ტურში ერთი “ქართული” გოლი გავიდა. “ვორსკლასა” და “სტალის” შეხვედრაში 56-ე წუთზე ანგარიში მასპინძელთა ქართველმა ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ გახსნა. თუმცა, ეს არ აღმოჩნდა გამარჯვების გოლი, რადგან “სტალმა” შეძლო ანგარიშის გათანაბრება და მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა.

კობახიძე “ვორსკლას” ძირითად შემადგენლობაში იყო და ის 68-ე წუთზე შეცვალეს. ქართველისთვის ეს იყო მეოთხე მატჩი, ძირითადში პირველად მოხვედრა და პირველი გოლი ამ სეზონში.
ვორსკლამ” შეწყვიტა ოთხმატჩიანი წაგებათა სერია, თუმცა ხუთი ტურია მოუგებელია. კობახიძის გუნდი 22 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება.