სანდრო კალანდაძე გიორგი მერებაშვილის ყოფილ კლუბში ითამაშებს #1TVSPORT
სანდრო კალანდაძე გიორგი მერებაშვილის ყოფილ კლუბში ითამაშებს #1TVSPORT

პლოცკისვისლაში“ სანდრო კალანდაძის ჩარიცხვა დროის საკითხია, რადგან 24 წლის ქართველმა მცველმა ექსტრაკლასას (უმაღლესი დივიზიონი) გუნდში სამედიცინო შემოწმება გაიარა – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

„დინამო თბილისიდან“ კალანდაძე უნგრულ „ფეჰერვარში“ შარშან გადავიდა, მაგრამ პოლონური კლუბის მიწვევაზე უარი არ თქვა და კარიერის „ვისლაში“ გაგრძელება გადაწყვიტა.

პოლონეთში ქართველი მცველი საფეხბურთო აგენტებთან, ლაშა ოდილაძესა და ირაკლი ლილუაშვილთან ერთად გაემგზავრა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და 3-წლიანი კონტრაქტის პირობები შეათანხმა, რომლის გაფორმებასაც კლუბი უახლოეს პერიოდში დაადასტურებს.

პლოცკის კლუბმა ქართველი მცველის კონტრაქტი „დინამო თბილისისგან“ გამოისყიდა. „ვისლაში“ კალანდაძე პირველი ქართველი მოთამაშე არ იქნება – კლუბის ფორმით 2016-2021 წლებში საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი თამაშობდა.