სანდრო გურეშიძე „ლოკომოტივში“ გადავიდა
სანდრო გურეშიძე „ლოკომოტივში“ გადავიდა

სანდრო გურეშიძე თბილისის „ლოკომოტივში~ გადავიდა – ინფორმაციას კლუბიs პრეს-სამსახური ავრცელებს.

23 წლის ცენტრალურ მცველსა და თბილისურ კლუბს შორის ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. გურეშიძე „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში აქამდეც თამაშობდა – ეს 2014/2015 წლებში იყო, როდესაც კლუბი ეროვნულ ლიგა 2-ში გამოდიოდა.

სხვადასხვა დროს გურეშიძე ფოთის „კოლხეთი 1913“-ისა და თბილისის „დინამოს“ წევრი იყო, თამაშობდა საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებში და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უასპარეზია.

23 წლის მცველი „ლოკომოტივში“ ბოლნისის „სიონიდან“ გადავიდა. 2018 წელს, სანდრომ ბოლნისელთა მაისურით ეროვნული ლიგის 31 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

გურეშიძე „ლოკომოტივში“ სამნომრიანი მაისურით იასპარეზებს.