სანდრო ბრეგაძე პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება
სანდრო ბრეგაძე პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება

​„ქართული მარშის“ წევრ სანდრო ბრეგაძეს საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში კითხავენ.

ბრეგაძე სამართალდამცავ უწყებაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკიდან მიიყვანეს.

ადვოკატის ინფორმაციით, მას პოლიციაში მოწმის სახით დაკითხავენ, თუმცა ცირა ჯავახიშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, სანდრო ბრეგაძე დააკავონ.

„ასეთი მოლოდინი მქონდა, ვინაიდან „ქართული მარშის“ ყველა წევრი ფაქტობრივად უკვე დაკავებულია. მიმდინარეობს „ქართული მარშის“ მიმართ დევნა. ეს არის ადმინისტაციული წარმოება და სისხლის სამართლის წარმოება. ამ ეტაპზე სანდრო ბრეგაძე მოწმის სახით არის დაბარებული”, – განაცხადა ცირა ჯავახიშვილმა.