სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ დღევანდელი აქცია მშვიდობიანი იქნება
სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ დღევანდელი აქცია მშვიდობიანი იქნება

მოვლენების  გუშინდელმა განვითარებმა ჩვენი გეგმები შეცვალა.  დღესაც რომ ყოფილიყო პარლამენტთან აქცია, ჩვენი ქმედებები ბევრად  რადიკალური იქნებოდა, ამის შესახებ პირველ არხს მოძრაობა “ქართული მარშის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ განუცხადა. მისი თქმით,  დღევანდელი მშვიდობიანი მსვლელობის  მიზანია  ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აზრის დაფიქსირება.  ბრეგაძე ამბობს, რომ მოძრაობას კიდევ რამდენიმე მოთხოვნა აქვს.

“გუშინდელი მთავარი მიზანი შესრულდა, როდესაც ქართველი ხალხის მოთხოვნის შემდეგ, „სოდომისტების” აქცია დაიშალა. აქედან გამომდინარე, დღევანდელი აქცია აბსოლუტურად მშვიდობიანი, სიმბოლური აქციაა.  გვინდა უბრალოდ, გავიაროთ რუსთაველის გამზირზე და ჩვენი აზრი გამოვთქვათ იმასთან დაკავშირებით, რაც ამ ბოლო დღეებში ხდება ქვეყანაში.  ქვეყანაში დამყარებული ლიბერასტული დიქტატურა  უნდა შეწყდეს და ეროვნული  განვითარების გზით უნდა წავიდეთ. ასევე, ჩვენი მოთხოვნაა, ნარკომოვაჭრეების და ამ სიბინძურის გამავრცელებელი ადამიანებისადმი მკაცრი მიდგომა და ჩვენი ახალგაზრდობის ფიზიკური და სულიერი გაჯანსაღება. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ 17 მაისს ეკლესიის მიერ დაანონსებული ოჯახის სიწმინდის დღე ჩატარდეს ისე, როგორც აქამდე ტარდებოდა. მას შემდგომ, რაც სოდომისტები პარლამენტის ტერიტორიიდან გაიქცნენ, იმის საჭიროება, რომ იქ მორიგეობა დავაწესოთ, არ არის”,-განაცხადა სანდრო ბრეგაძემ და დასძინა, რომ თუ იქნებიან ადამიანები, ვისაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დარჩენა სურს, არც ეს იქნება პრობლემა.

აქციის მონაწილეები დღეს მსვლელობას ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით გგმავენ. მსვლელობა 6 სთ-ზე დაიწყება.