სანდრო ბრეგაძე - ლევან აკინმა ფილმში ბავშვები მოტყუებით გადაიღო, მშობლები რეჟისორის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავენ
სანდრო ბრეგაძე - ლევან აკინმა ფილმში ბავშვები მოტყუებით გადაიღო, მშობლები რეჟისორის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავენ

დღეს ან ხვალ პროკურატურაში შევა სარჩელი, რომლის მიხედვითაც, ფილმში მონაწილე ბავშვების მშობლები მოითხოვენ საქმის აღძვრას რეჟისორ ლევან აკინის და ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემქმნელების მიმართ, – ამის შესახებ „ქართული მარშის“ ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მას აღნიშნული ინფორმაცია თავად ფილმში გადაღებული არასრულწოვნების მშობლებმა მიაწოდეს.

„დამიკავშირდნენ არასრულწლოვნების მშობლები. ზაფხულში ლევან აკინმა ​პატარა ბავშვები მოტყუებით წაიყვანა ქალაქგარეთ და გადაიღო ისინი გარკვეულ სცენებში, რომლებიც არის ამ ფილმში გამოყენებული. ბავშვები მოატყუა, რომ ის იღებდა რაღაც საბავშვო ფილმს ქართულ ცეკვაზე და ამის შემდეგ ეს ბავშვები გამოიყენა თავის პროპაგანდისტულ ფილმში. ეს მშობლები მზად არიან, პროკურატურაში შეიტანონ სარჩელი, უჩივლონ მას. ეს არის ბავშვთა უფლებების დარღვევა, რის გამოც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება აუცილებლად ლევან აკინს და ფილმის მესვეურები ალბათ დაპატიმრებულები იქნებიან. დღეს მელაპარაკა ერთი მშობელი, მაგრამ მან როგორც მითხრა ეს ეხება ხუთ-ექვს ბავშვს, კადრებიც გამომიგზავნა, სადაც მისი შვილია გადაღებული“, – განაცხადა ბრეგაძემ.