სანდრო ბაზაძემ ეგვიპტელი ზიად ელსისი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
სანდრო ბაზაძემ ეგვიპტელი ზიად ელსისი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა. მან ნახევარფინალში ეგვიპტელი ზიად ელსისი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია.

გადამწყვეტი აღმოჩნდა ბოლო შეტევა, რომელშიც უფრო ზუსტი ქართველი იყო და საბოლოოდ 15:14 გაიმარჯვა.

მეოთხედფინალში სანდრომ იაპონელი კენტო იოშიდა 15:9 დაამარცხა. მანამდე კი გერმანელ ლუის ბონაჰის, ტუნისელ ფარეს ფერჯანისა და ამერიკელ მიჩელ სერონის სძლია.

სანდრო ფინალში ამერიკელ ელი დერშვიცს შეხვდება, ბრძოლა 20:25 საათზე დაიწყება.