ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, საუკეთესო ოთხ მოფარიკავეს შორისაა სანდრო ბაზაძე. მან მეოთხედფინალში გამოცდილი ირანელი, 31 წლის, FIE-ს რეიტინგის მე-12 ნომერი ალი პაკდამანი 15:12 დაამარცხა.
ნახევარფინალი თბილისის დროით 20:25 დაიწყება. სანდრო ბაზაძე უნგრელ, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს არონ სილაგის შეხვდება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე აჯობა.