სანდრო ბაზაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT

19:40, 18.07.2022

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, საუკეთესო ოთხ მოფარიკავეს შორისაა სანდრო ბაზაძე. მან მეოთხედფინალში გამოცდილი ირანელი, 31 წლის, FIE-ს რეიტინგის მე-12 ნომერი ალი პაკდამანი 15:12 დაამარცხა.

ნახევარფინალი თბილისის დროით 20:25 დაიწყება. სანდრო ბაზაძე უნგრელ, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს არონ სილაგის შეხვდება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე აჯობა.

მსგავსი