პოლონეთის ქალაქი კრაკოვი მესამე ევროპულ თამაშებს მასპინძლობს. კვლავ შესანიშნავად ასპარეზობს ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე.
ბაზაძემ ჯგუფური ეტაპიდან ნახევარფინალამდე ცხრა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და ფინალის საგზურისთვის უნგრელ არონ სილაგს დაუპირისპირდება. ნახევარფინალი თბილისის დროით 20:40 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ სანდრო ბაზაძემ 17 ივნისს ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.