სანდრო ბაზაძე ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების პლეი-ოფის გამარჯვებულია
სანდრო ბაზაძე ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების პლეი-ოფის გამარჯვებულია

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში სტარტი აიღო ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის World Cup Sabre de Wolodyjowski 2018 გათამაშებამ.

დღეს ვარშავაში 205 მოფარიკავემ ინდივიდუალურ შეჯიბრში იასპარეზა.

ჯგუფური ეტაპი ოთხივე ქართველმა დაძლია, თუმცა შემდეგ პლეი-ოფის ორი ეტაპის გავლა და ხვალისთვის საუკეთესო 64 მონაწილეს შორის მონაწილეობის უფლება მხოლოდ სანდრო ბაზაძემ მოიპოვა, სანდრომ პირველი ეტაპი გამოტოვა, ხოლო მეორე ეტაპზე ბრიტანელი ვილიამ დეარი დაძაბულ ბრძოლაში 15-14 დაამარცხა.

სამწუხაროდ, პლეი-ოფის პირველივე შეხვედრები წააგეს ბექა ბაზაძემ ჰონკონგის წარმომადგენელ ჰინ ჩუნგ ლამთან 8-15, მიხეილ მარდალეიშვილმა ბელორუს სიარჰეი კისელთან 10-16 და საბა სულამანიძემ მასპინძელ მატეუშ პროკოპოვიჩთან
14-15.