სანდრო ალთუნაშვილი – ვცდილობდი, მოახლოებულ სანაკრებო თამაშებს კარგ ფორმაში შევხვედროდი #1TVSPORT
სანდრო ალთუნაშვილი – ვცდილობდი, მოახლოებულ სანაკრებო თამაშებს კარგ ფორმაში შევხვედროდი #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების წევრმა, სანდრო ალთუნაშვილმა ეროვნული გუნდის მოახლოებულ შეხვედრებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ნაკრებში ჩამოსვლა ყოველთვის სასიამოვნოა. შეკრებაზე ბევრი დებიუტანტია და მინდა, მივულოცო მათ. საწვრთნელი პროცესი კარგად მიმდინარეობს. ვემზადებით მოახლოებული თამაშებისთვის და იმედი მაქვს, ჩვენთვის სასურველი შედეგით დავასრულებთ.

სეზონის ბოლოა და ვცდილობდი, რომ მოახლოებულ თამაშებს კარგ ფორმაში და ჯანმრთელად შევხვედროდი. „დინამო არენა“ ნაკრების თითოეული წევრისთვის სახლივითაა და ამ სტადიონზე თამაში ყოველთვის სასიამოვნოა. ქუთაისში კი ნამდვილად იციან გულშემატკივრობა და ვფიქრობ, რომ კარგ ატმოსფეროს შექმნიან“, – ამბობს სანდრო ალთუნაშვილი.

ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული გუნდი 5 ივნისს „დინამო არენაზე“ ფარერის კუნძულების ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 8 ივნისს ქუთაისის „რამაზ შენგელიაზე“ ჩვენი გუნდი კაბო ვერდეს ნაკრებს შეხვდება. ორივე მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.