სანდრო ალთუნაშვილი საქართველოში დაბრუნდა და დეკემბრამდე „იბერიაში“ ითამაშებს #1TVSPORT
სანდრო ალთუნაშვილი კარიერას თავის მშობლიურ კლუბში, თბილისის „იბერიაში“ გააგრძელებს – La Gazzetta Georgia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია პირველ არხს კლუბის პრეზიდენტმა დაუდასტურა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, რომელიც ბოლოს ავსტრიულ „ვოლფსბერგერში“ თამაშობდა, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის რიგებში სეზონის ბოლომდე ითამაშებს. მან კლუბთან კონტრაქტი დეკემბრამდე გააფორმა. სანდროს დამატება გუნდს ევროტურნირზეც სურდა, მაგრამ მაშინ შეთანხმება ვერ შედგა.
28 წლის ალთუნაშვილი „იბერიის“ (ყოფილი „საბურთალო“) აღზრდილია და კარიერის დიდი ნაწილი ამ კლუბში აქვს გატარებული. 2014-2021 წლებში თბილისური გუნდის მაისურით ეროვნულ ლიგაში 128 მატჩი ითამაშა და ხუთი გოლი გაიტანა, 2018 წელს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, გახდა საქართველოს თასისა და სუპერთასის გამარჯვებული.
ალთუნაშვილი „იბერიიდან“ ბათუმის „დინამოში“ გადავიდა და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე გახდა. ბათუმელთა რიგებში 2021-2023 წლებში ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 82 მატჩში 4 გოლი გაიტანა. დინამოელთა შემადგენლობაში ორჯერ (2020-21, 2022-23 წლების სეზონში) საქართველოს ჩემპიონი გახდა.
2023 წლის ივნისში ავსტრიის ბუნდესლიგის „ვოლფსბერგერთნ“ კონტრქტი 2+1 სისტემით გააფორმა, 2025 წლის მაისში კლუბთან ხელშეკრულება გაწყვიტა და თვისუფალი აგენტი გახდა.
იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი. 2021 წლიდან ეროვნულ ნაკრებში რვა მატჩი ჩაატარა – არის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე.