სანდრა რულოვსი - ზვიად გამსახურდიაზე წიგნში დავწერე ის, რაც 90-იან წლებში იყო და არ იყო გააზრებული ისე, როგორც დღეს
სანდრა რულოვსი - ზვიად გამსახურდიაზე წიგნში დავწერე ის, რაც 90-იან წლებში იყო და არ იყო გააზრებული ისე, როგორც დღეს

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ზუგდიდის საკრებულოს სხდომას ესწრებოდა.

როგორც რულოვსმა საკრებულოს სხდომის შემდეგ განაცხადა, საკრებულოს წევრებს სურდათ მისთვის ეჩვენებინათ, რომ ის საკრებულოში ზედმეტია.

,,ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მათ სურდათ ჩემთვის ეჩვენებინათ, რომ ზუგდიდში არის ყველაფერი ძალიან კარგად, რომ არის კარგი წინასაარჩევნო რეგულაცია, საკრებულოს წევრების და მერიის კომუნიკაცია იდეალურია. უნდოდათ ეჩვენებინათ ჩემთვის, რომ მე აქ ვარ ზედმეტი. ვფიქრობ, მე აქ არ ვარ ზედმეტი. ახლა არის ის დრო, როცა აქ უნდა შეიცვალოს მერი და შეიცვალოს ქალაქის ხელმძღვანელობა. აქ უნდა დაიწყოს ხალხთან კომუნიკაცია, ზრუნვა, ბიუჯეტის სწორი გადანაწილება და კორუფციული სქემების მოსპობა. თქვენ იცით, სადაც არის ის მერი, რომელიც აირჩიეს. ის არის ციხეში კორუფციული გარიგებების გამო. აქ არის კარგი ბიუჯეტი და არაფერი არ კეთდება, ან კეთდება და გვიან. აქ არის სხვა კორუფციული ინტერესები,” – განუცხადა ჟურნალისტებს სანდრა რულოვსმა.

კითხვაზე, დღესაც ფიქრობს თუ არა, რომ ზვიად გამსახურდიამ სამეგრელოში ბანდიტური დაჯგუფება შექმნა, როგორც ეს საკუთარ წიგნში დაწერა, რულოვსმა განაცხადა, რომ ის სიტუაცია აღწერა, რომელიც 90-იან წლებში იყო.

,,ეს არ არის ჩემი ავტობიოგრაფიული წიგნი. მე აღვწერე სიტუაცია, რომელიც მაშინ ისე არ იყო გააზრებული, როგორც დღეს. 90-იან წლებში რა სიტუაციაც იყო, ის აღვწერე. აუცილებლად, დავწერ მეორე წიგნს და იქ აღვწერ,” – განაცხადა რულოვსმა.

დატოვე კომენტარი