სანდრა რულოვსი - საქართველო და უკრაინა მეგობრობენ, გვყავს ერთი მტერი, ამიტომ ხელისუფლება იძულებულია, ამ ერების მეგობრობა გააგრძელოს
სანდრა რულოვსი - საქართველო და უკრაინა მეგობრობენ, გვყავს ერთი მტერი, ამიტომ ხელისუფლება იძულებულია, ამ ერების მეგობრობა გააგრძელოს

საქართველო და უკრაინა მეგობრობენ, გვყავს ერთი მტერი, ამიტომ ხელისუფლება იძულებულია, ამ ერების მეგობრობა გააგრძელოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრა რულოვსმა განუცხადა.

კითხვაზე, როგორ აისახება საქართველოზე მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება, სანდრა რულოვსმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე არ უფიქრია.

„მგონი, საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს არ უნდა ჰქონდეთ პრობლემა. ერები მეგობრობენ და ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისკენ, გვყავს ერთი მტერი, რუსეთი და ამიტომაც ხელისუფლება იძულებულია, ამ ერების მეგობრობა გააგრძელოს“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.