სანდრა რულოვსი - ხმა მივეცი ზუგდიდელებში ცვლილებებს
სანდრა რულოვსი - ხმა მივეცი ზუგდიდელებში ცვლილებებს

ხმა მივეცი ზუგდიდელებში ცვლილებებს, სადაც კორუფციის, ზეწოლისა და ნეპოტიზმის ნაცვლად, მთავარია ადამიანებზე ზრუნვა, სადაც არის განვითარება, სადაც იქნება დასაქმება დაცულ, თავისუფალ გარემოში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა განუცხადა.

„დღეს მთელი ქვეყანა გვიყურებს და არის ამ ცვლილებების მოლოდინში. მე ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას და თითოეულმა ზუგდიდელმა უნდა იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა. ხმა მივეცი ნათელ, ევროპულ მომავალს. მე მხარდაჭერაში დარწმუნებული ვარ, ამას ვნახავთ საღამოს. იმედი მაქვს, რომ მშვიდობიანად ჩატარდება დღევანდელი დღე. მთელი ქვეყნის მოლოდინი არის ზუგდიდის არჩევნების შედეგი, ამ არჩევნებს აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელობა“,- აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

სანდრა რულოვსმა ზუგდიდის 82-ე საარჩევნო უბანზე მისცა ხმა.