სანდერსი - ტრამპი კლიმატს ამინდისგან ვერ არჩევს
სანდერსი - ტრამპი კლიმატს ამინდისგან ვერ არჩევს

აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებში დიდთოვლობისა და ტემპერატურის -38 C-მდე ​ვარდნის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ში პოსტი გამოაქვეყნა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მინესოტას შტატში დაფიქსირებული დაბალი ტემპერატურა და უამინდობა კიდევ ერთხელ ადასტურებს გლობალური დათბობის მოსალოდნელი საფრთხის სიყალბეს.

„ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ყველაზე ცივი ახალი წელი იქნება. იქნებ ახლა მაინც გამოგვეყენებინა ძველი ცნება გლობალური დათბობის შესახებ, რის წინააღმდეგაც სხვა ქვეყნები ტრილიონ დოლარს ხარჯავენ“, – წერს ტრამპი „ტვიტერში“.

აშშ-ის პრეზიდენტი ზემოთ ხსენებული პოსტის გამო ვერმონტის შტატის დემოკრატმა სენატორმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ბერნი სანდერსმა მწვავედ გააკრიტიკა. სანდერსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპს კლიმატური ცვლილებების შესახებ სათანადო ინფორმაცია აქვს.

დონალდ ტრამპის „ტვიტერში“ გავრცელებული პოსტი ძალიან სახიფათოა მთელი ამერიკისთვის. პრეზიდენტი ამინდს კლიმატისგან ვერ არჩევს და სჯობს კონსულტაციები გარემოს დაცვის სპეციალისტებთან გაიაროს“, – აღნიშნა ბერნი სანდერსმა.