სანაპიროზე ავტობილი ხეს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა [ვიდეო]

16:06, 16.03.2019

თბილისში, სანაპიროზე ავტომობილი ხეს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადა. მეხანძრეებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა სულ ოთხი ავტომობილი.

პოლიციის ინფორმაციით, დაშავებული არავინ არის, თუმცა ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარებია ბრიგადაც.

 

მსგავსი