სანადირო თოფიდან გასროლილი ტყვიით 23 წლის მამაკაცი დაიღუპა
სანადირო თოფიდან გასროლილი ტყვიით 23 წლის მამაკაცი დაიღუპა

სანადირო თოფიდან გასროლილმა ტყვიამ ქარელის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი იმსხვერპლა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტ იუწყება, დაღუპული 23 წლისაა. ის ახალწვეული იყო და უქმე დღეებზე ოჯახთან სოფელ ხვედურეთში იმყოფებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდას ტყვია შემთხვევით, სოფლის გზაზე მიმავალს მოხვდა, მაშინ, როდესაც მისი თანასოფლელი სავარაუდოდ ნადირობდა. პირი კი, რომლის გასროლილმა ტყვიამაც ახალწვეული იმსხვერპლა, სამართალდამცავებს ჩაბარდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.