ფინეთის პრემიერ-მინისტრი - ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება სწრაფად უარესდება
ფინეთის პრემიერ-მინისტრი - ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება სწრაფად უარესდება

ფინეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება სწრაფად უარესდება, – ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა.

მისი თქით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მატულობს, რაც შეშფოთებას იწვევს.

„მოვუწოდებ რეგიონულ და ცენტრლურ მთავრობას, ერთობლივად იმოქმედონ, რათა სიტუაცია კონტროლს დაექვემდებაროს“, – განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.

ფინეთში ბოლო 14 დღეში ყოველ 100 000 მოსახლეზე ვირუსის 75,8 შემთხვევა აღრიცხეს, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ნიშნულია, თუმცა ბოლო დღეებში ფინეთში ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება.