იყო დრო, როცა ვარსკვლავები არ არსებობდა.
დიდი აფეთქების შემდეგ, პირველყოფილ წყვდიადში, მხოლოდ წყალბადისა და ჰელიუმის ვრცელი „ზღვა“ იყო გადაჭიმული. მძიმე ელემენტები მხოლოდ ვარსკვლავების გამოჩენის შემდეგ შეიქმნა, გამოიწრთო მათ შუაგულში მიმდინარე სინთეზის შედეგად.
ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ მეცნიერები. სინამდვილეში, ეს პირველი ვარსკვლავები არასოდეს გვინახავს; მათ III პოპულაციის ვარსკვლავებს უწოდებენ. ახალმა კვლევამ ეს ყველაფერი შეიძლება საბოლოოდ შეცვალოს.
The Astrophysical Journal-ის რეცენზირებამდელ პუბლიკაციაში, რომელიც arXiv-ზეა ატვირთული, ასტრონომთა დიდი საერთაშორისო ჯგუფი ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევრის, სეიჯი ფუჯიმოტოს ხელმძღვანელობით აღწერს, რაც მათი აზრით, შეიძლება იყოს გალაქტიკა ადრეულ სამყაროში, რომელიც ამ მოუხელთებელი ობიექტებითაა სავსე.
ჯერ არანაირად არაა დამტკიცებული, რომ ეს გალაქტიკა, სახელად GLIMPSE-16403, III პოპულაციის ვარსკვლავებს მასპინძლობს. თუმცა, თუნდაც კანდიდატის იდენტიფიცირება მიუთითებს, რომ სამყაროს პირველ ვარსკვლავთა პოვნა მხოლოდ დროის ამბავია.
„ეს კვლევა გზას უსუფთავებს III პოპულაციის პირველი ვარსკვლავების აღმოჩენას. რაც არ უნდა იყოს წარმოდგენილი კანდიდატის ბედი, ამ კვლევაში შექმნილი მეთოდები გააძლიერებს III პოპულაციის ვარსკვლავთა ძებნას ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ხანაში“, — წერენ მკვლევრები.
კოსმოსური განთიადი ეწოდება ეპოქას, რომელიც დიდი აფეთქებიდან, ანუ 13,8 მილიარდი წლის წინიდან დაახლოებით პირველ მილიარდ წელიწადს გაგრძელდა. ამ პერიოდში, კვარკ-გლუონების ცხელი პლაზმიდან, რომლითაც სამყაროს გაჩენის დღიდან იყო სავსე — თანდათან კოსმოსი ჩამოყალიბდა — პირველი ვარსკვლავები და გალაქტიკები, რომლებმაც წყვდიადი გაანათეს.
III პოპულაციის ეს პირველი ვარსკვლავები სასიცოცხლო პირველი ნაბიჯი იყო იმ სამყაროსკენ, როგორიც დღეს გვაქვს. წყალბადსა და ჰელიუმზე უფრო მძიმე ელემენტების წარმოქმნა შესაძლებელია მხოლოდ ექსტრემალური პროცესებით, მაგალითად ისეთით, როგორიც ვარსკვლავის ბირთვში მიმდინარე სინთეზი და ნოვას აფეთქებებია. აქამდე ჩატარებული კვლევებით გამოვლენილია მხოლოდ ამ პირველი თაობის ვარსკვლავთა მეორეული კვალი და არა თავად ეს ობიექტები.
ასტრონომთა აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ III პოპულაციის ვარსკვლავები შეიძლება განსაკუთრებით მასიურები იყო, გაცილებით დიდები, ვიდრე უფრო ბოლო პერიოდის სამყაროს სხვა ნებისმიერი ვარსკვლავი. დიდი ვარსკვლავები გაცილებით ცოტა ხანს ცოცხლობენ, ვიდრე პატარები და შესაბამისად, ეს პირველი ვარსკვლავები მალე უნდა დახოცილიყვნენ და დაეტოვებინათ საკუთარ ბირთვებში გამოწრთობილი ელემენტები, რომლებიც შემდეგი თაობის სხვა ვარსკვლავებმა გამოიყენეს.
კოსმოლოგებსა და ასტრონომებს შეუპოვრად სურთ ნახონ, როგორები იყო ეს ადრეული ვარსკვლავები. უნდათ, გაარკვიონ, როგორ ჩაირთო სინათლე კოსმოსურ განთიადში და მოასუფთავა ნეიტრალური წყალბადის ნისლი, რომელიც კოსმოსს გაუმჭვირვალეს ხდიდა.
ამისათვის ჩვენი საუკეთესო შანსი არის ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, კაცობრიობის ისტორიაში უმძლავრესი კოსმოსური ტელესკოპი, რომელსაც თავისი ინფრაწითელი თვალით სხვა ნებისმიერ ტელესკოპზე უკეთესად შეუძლია ადრეულ სამყაროში შეხედვა.
კოსმოსურ განთიადში შეხედვა ურთულესია, მაგრამ კიდევ უფრო ძნელია ამ თივის ზვინში ნემსის ძებნა. ფუჯიმოტო და მისი კოლეგები მიხვდნენ, რომ ძებნის დაჩქარება შეეძლოთ ცის მხოლოდ პატარა რეგიონებში ძალიან, ძალიან დეტალური დათვალიერებით შეეძლოთ, III პოპულაციის ვარსკვლავთა კვალის ძებნით.
მკვლევრებმა ძალისხმევის ფოკუსირება მოახდინეს გალაქტიკებზე, რომლებსაც წყალბადისა და ჰელიუმის ემისიის მძლავრი სპექტრი და სხვა ელემენტების მცირე მტკიცებულება ჰქონდათ. ასე გამოვლინდა ორი კანდიდატი. ერთი მხოლოდ სავარაუდო იყო, მაგრამ მეორე GLIMPSE-16403, რომელიც დიდი აფეთქებიდან 825 მილიონი წლის შემდეგ არსებობდა, აკმაყოფილებდა ყველა იმ კრიტერიუმს, რომლებიც მკვლევრებმა განსაზღვრეს III პოპულაციის გალაქტიკისთვის.
შედეგად, ეს გალაქტიკა ამ დროისათვის საუკეთესო კანდიდატია იმ ვარსკვლავთა საპოვნელად, რომლებმაც სამაყროში სინათლე აანთეს.
GLIMPSE-16403-ის ვარსკვლავთა ბუნების გასარკვევად უფრო მეტი კვლევაა ჩასატარებელი, რაც ადვილი არ იქნება; საჭიროა დეტალური სპექტრი, ამის მოპოვება კი უკიდეგანო სულაც არაა ადვილი უკიდეგანო სივრცე-დროში.
მიუხედავად ამისა, აღმოჩენა მაინც ძლიერ ამაღელვებელია — ისე ჩანს, თითქოს III პოპულაციის ვარსკვლავთა აღმოჩენამდე სულ ერთი ნაბიჯი გვიკლია.
„ზუსტად ასი წლის წინ, ჩვენი კოსმოსური ჰორიზონტი პირველად გასცდა ირმის ნახტომის კიდეებს — ანდრომედას და სამკუთხედის გალაქტიკები სამყაროში ჩვენი ადგილის საზღვრები გახდა.
კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდება, ამჟამად კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.



