სამველ კარაპეტიანი ყოველთა სომეხთა კათოლიკოსისა და ექვსი მთავარეპისკოპოსის სასამართლო პროცესს ეროვნულ სირცხვილს უწოდებს
სომხური ოპოზიციური პარტიის, „ძლიერი სომხეთის“ ლიდერი სამველ კარაპეტიანი სასულიერო პირების წინააღმდეგ სასამართლო პროცესს აკრიტიკებს. სამველ კარაპეტიანმა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსისა და ექვსი მთავარეპისკოპოსის სასამართლო პროცესს ეროვნული სირცხვილი უწოდა.
პირველი სასამართლო სხდომა ხვალ გაიმართება. ასევე აღსანიშნავია, რომ თავად კარაპეტიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სომხური სამოციქულო ეკლესიის დასაცავად გაკეთებული განცხადებით დაიწყო.
ჟურნალისტებთან საუბრისას პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ მიმდინარე მოვლენებს „ყველა სომეხის სირცხვილად“ მიიჩნევს.
კარაპეტიანის განცხადებით, ჩანდა, რომ ხელისუფლება გონს მოეგებოდა და ეკლესიაზე თავდასხმებს შეწყვეტდა, თუმცა თავდასხმა კვლავ გრძელდება.
სამველ კარაპეტიანის მტკიცებით, სასამართლო სხდომას „ძლიერი სომხეთის“ წარმომადგენლები დაესწრებიან.