„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ავტოსატრანსპორტო დეპარტამენტის კონტრაქტორი თანამშრომლები გაიფიცნენ
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ავტოსატრანსპორტო დეპარტამენტის კონტრაქტორი თანამშრომლები გაიფიცნენ

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ავტოსატრანსპორტო დეპარტამენტის კონტრაქტორი თანამშრომლები გაიფიცნენ.

ისინი კომპანიისგან ანაზღაურების მომატებასა და კუთვნილ შვებულებას ითხოვენ.

როგორც თავად აცხადებენ, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, პროტესტი არ შეწყდება.

„სამი პუნქტია, რასაც ვითხოვთ. ეს არის: ხელშეკრულების არსის შეცვლა, რომელიც კომპანიის სასარგებლოდ არის შედგენილი, ვითხოვთ შვებულებას, ასევე დაზღვევას და ხელფასების ტარიფის გადახედვას. არც პირობა წაგვიყენებია, არც წინადადებით მოდიან, რას გვთავაზობენ თვითონ. მშვიდობიანად ვართ აქ და ვიქნებით, როგორც გაგრძელდება“, – განაცხადა კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ვლადიმერ კასანოვმა.

ამასთან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ აცხადებენ, რომ კომპანიის კონტრაქტორების ერთმა ნაწილმა ორი დღეა, უარი განაცხადა სამუშაოს შესრულებაზე.

„მათი ვალდებულებები განსაზღვრულია კონკრეტული ხელშეკრულებით, რომლის პირობებსაც არღვევენ თავიანთი ქმედებებით. ერთი მხრივ ისინი არ ასრულებენ მოვალეობებს, თანაც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მეორე მხრივ კი სხვებსაც ხელს უშლიან სამუშაოს შესრულებაში, რითაც აფერხებენ კომპანიის მიმდინარე საქმიანობას. მიუხედავად ამისა, კომპანიის მენეჯმენტი მაქსიმალურ ძალისხმევას იყენებს შექმნილი ვითარების განსამუხტად და პრობლემური საკითხების ოპტიმალური გზით გადასაწყვეტად“, – აცხადებენ კომპანიაში.

დატოვე კომენტარი