სამუელ უმტიტი ვეგანი გახდა
სამუელ უმტიტი ვეგანი გახდა

„ბარსელონას“ მცველმა სამუელ უმტიტიმ გამოაცხადა, რომ კვების რეჟიმის შეცვლა გადაწყვიტა და ვეგანი გახდა.

„მე ვეგანი გავხდი, ახლა აღარ ვჭამ ხორცსა და თევზს. მცენარეული ცილის წყალობით, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. პასტასაც აღარ ვჭამ. ახლა, ჩემი სხეული თავს უკეთ გრძნობს, სამი კილოგრამი დავიკელი. არასოდეს ფიზიკურად ასე კარგად არ ვყოფილვარ.

წონაში დავიკელი და, ამავდროულად, უფრო ძლიერი გავხდი. ადრე არასოდეს მივარჯიშია ასე დიდხანს, არასოდეს ვანიჭებდი მნიშვნელობას დეტალებს. ვფიქრობ, ეს ძლიერ გავლენას იქონიებს ჩემს კარიერაზე“, – განაცხადა უმტიტიმ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ხშირი ტრავმიანობის გამო, უმტიტიმ „ბარსელონას“ რიგებში მხოლოდ 27 მატჩი ჩაატარა.