სამტრედიის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება
სამტრედიის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. როგორც საქართველოს პირველ არხს იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში პროექტების განხორციელება აქტიურ პროცესშია. მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციას. ბეტონის საფარით ეწყობა შიდა სასოფლო გზები.

„ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ღანირის ადმინისტრაციულ ერთეულში, ელიავას მინდვრის მიმდებარედ, ღაღანიძეების უბნის მიმართულებით და გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ დაფნარში (ჯაშების უბანში). აღნიშნულ ლოკაციებზე ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა, რაც ადგილობრივების გადაადგილებას აფერხებდა.

სამუშაოების სრული ღირებულება ღანირში 276 874 ლარს, ხოლო დაფნარში 117 524 ლარს შეადგენს და იგი რეგიონული განვითარების ფონდისა ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ბეტონის საფარს ღანირსა და დაფნარში ტენდერში გამარჯვებული კომპანიები შპს „საგზაო“ და „გიანი“ დააგებენ“,- აცხადებენ იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაციაში.