სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კოპიტნარში ხანძარია

22:56, 15.01.2019

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კოპიტნარში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ბალახს უკიდია.

მათივე ინფორმაციით, ამ წუთებში ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველთა ექვსი ჯგუფი ცდილობს.

„მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობა. ამ ეტაპზე, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არის“, – განაცხადა პირველ არხთან იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა ვოვა ჯღამაძემ.

მსგავსი