სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

18:00, 23.04.2020

სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან სამი პაციენტის ტესტის პასუხი მიიღეს და სამივე უარყოფითია, მთ „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდათ.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის ხელმძღვანელმა, ირაკლი ლაღიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ცენტრში ცხელებით კიდევ სამი პაციენტი შეიყვანეს, მათ უკვე აუღეს შესაბამისი სინჯები და პასუხი სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.

მსგავსი