სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში ორი პაციენტი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში ორი პაციენტი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ორი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ორივე პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორმა ლელა ხურციძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში სტაციონარში ცხელების სიმპტომით ოთხი პაციენტი მიიღეს. მათ ანალიზები უკვე აუღეს და ლაბორატორიაში გაგზავნეს.

საქართველოში ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსის 723 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან  495 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი