სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში კორონავირუსის სიმპტომებით ექვსი პაციენტი შეიყვანეს

16:24, 21.04.2020

სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ექვსი პაციენტი შეიყვანეს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, აღნიშნული პაციენტებიდან სამი ვანის მუნიციპალიტეტის მკვიდრია, სამი კი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის.

ოთხ პაციენტს ახალ კორონავიურსზე კვლევის მიზნით სინჯები უკვე აუღეს და პასუხი სავარაუდოდ დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

მსგავსი