სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრის ერთ პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა
სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრის ერთ პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა

სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ერთი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს, რომელიც უარყოფითია, მას ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ამის შესახებ საქართველოს პირველს არხს სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორმა, ლელა ხურციძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში სტაციონარში ე.წ. ცხელების სიმპტომით პაციენტები არ მიუღიათ.