სამტრედიის ცხელების ცენტრში ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ერთის პასუხს კი, ელოდებიან
სამტრედიის ცხელების ცენტრში ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ერთის პასუხს კი, ელოდებიან

სამტრედიის ცხელების ცენტრს გასული 24 საათის განმავლობაში სამმა პაციენტმა მიმართა, მათგან ორი პაციენტის ანალიზის პასუხი უკვე მიიღეს ლაბორატორიიდან და არც ერთ შემთხვევაში კორონავირუსი არ დადასტურდა.

კლინიკის დირექტორის, ირაკლი ლაღიძის ინფორმაციით, ერთი პაციენტის ტესტის პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამ დროისათვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 132 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.