სამტრედიის „ცხელების ცენტრში“ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
სამტრედიის „ცხელების ცენტრში“ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ორი პაციენტის ანალიზის პასუხები მიიღეს და ორივე პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორმა, ლელა ხურციძემ განუცხადა.

ხურციძის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში სტაციონარში ცხელების სიმპტომით ორი ახალი პაციენტი შევიდა. პაციენტების ბიოლოგიური ნიმუშები ლაბორატორიაშია გაგზავნილი და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

დატოვე კომენტარი