სამტრედიის ცხელების ცენტრში მოთავსებულ ორ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

12:12, 04.05.2020

სამტრედიის ცხელების ცენტრში ორი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ორივე უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა, ირაკლი ლაღიძემ განუცხადა.

ირაკლი ლაღიძის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ცენტრს ორმა პაციენტმა მიმართა. მათ ანალიზები უკვე აუღეს და პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

მსგავსი