სამტრედიის ცხელების ცენტრში კორონავირუსზე სამი პირი გამოიკვლიეს

00:15, 03.06.2020

სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრს გასული 24 საათის განმავლობაში სამმა პაციენტმა მიმართა. სამივე მათგანს აუღეს ანალიზი. ერთი პაციენტის ანალიზის პასუხი უკვე მიიღეს ლაბორატორიიდან და პასუხი უარყოფითია.

სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორის, ლელა ხურციძის ინფორმაციით, ორი პაციენტის ბიოლოგიურ ნიმუშზე პასუხი დილით გახდება ცნობილი.

მსგავსი