სამტრედიის „ცხელების ცენტრში“ კორონავირუსზე ოთხი პირის ანალიზის პასუხებს ელოდებიან
სამტრედიის „ცხელების ცენტრში“ კორონავირუსზე ოთხი პირის ანალიზის პასუხებს ელოდებიან

სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში გასული 24 საათის მანძილზე ცხელების სიმპტომით ოთხი პაციენტი შევიდა.

სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორის, ლელა ხურციძის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ პაციენტებს უკვე აუღეს შესაბამისი ანალიზები და ლაბორატორიაში გაგზავნეს. პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.