სამტრედიის ცხელების ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სამი პაციენტია მოთავსებული

17:24, 20.04.2020

სამტრედიის ცხელების ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სამი პაციენტია მოთავსებული.

კლინიკის დირექტორის, ირაკლი ლაღიძის ინფორმაციით, პაციენტებს უკვე აუღეს შესაბამისი ანალიზები და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს.

პასუხები გვიან საღამოს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.

მსგავსი