სამტრედიის ცხელების ცენტრში ხუთი პაციენტი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

21:58, 28.04.2020

სამტრედიის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან დღის განმავლობაში ხუთი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ხუთივე პასუხი არის უარყოფითი.

სამედიცინო დაწესებულებაში ამ დროისთვის ცხელებით ოთხი პაციენტია მოთავსებული.

კლინიკის დირექტორის, ირაკლი ლაღიძის ინფორმაციით, პაციენტებს უკვე აუღეს ანალიზები და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს. პასუხები გვიან ღამით ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.

მსგავსი