სამტრედიის ცხელების ცენტრში გამოკვლეულ ხუთ პირს კორონავირუსი არ დაუდგინდა

20:50, 16.05.2020

სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ხუთი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორმა, ლელა ხურციძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, სტაციონარში ცხელებით ორი ახალი პაციენტია შესული. მათ უკვე გაუკეთეს შესაბამისი ანალიზები და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს.

მსგავსი