სამტრედიის „ცხელების ცენტრის“ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
სამტრედიის „ცხელების ცენტრის“ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

სამტრედიის „ცხელების ცენტრში“ ლაბორატორიიდან სამი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და სამივე უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა ირაკლი ლაღიძემ განუცხადა.

შესაბამისად, არც ერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

დირექტორის ინფორმაციით, კლინიკაში ცხელებით კიდევ სამი პაციენტია შეყვანილი, მათ უკვე აუღეს ანალიზი და პასუხი გვიან ღამით გახდება ცნობილი.