სამტრედიის „ცხელების ცენტრის“ ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

12:51, 05.05.2020

სამტრედიის „ცხელების ცენტრს“ ბოლო 24 საათის განმავლობაში ოთხმა პაციენტმა მიმართა.

მათი ანალიზების პასუხები უკვე ცნობილია და ყველა პასუხი უარყოფითია.

შესაბამისად, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

კლინიკის დირექტორის ირაკლი ლაღიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში საეჭვო პაციენტები არ ჰყავთ.

მსგავსი