სამტრედიის „ცხელების ცენტრის“ ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

11:59, 11.06.2020

სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში რესპირატორული სიმპტომებით მოთავსებულ ოთხ პაციენტზე ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხები მიიღეს.

შესაბამისად, მათ ვირუსი არ დაუდასტურდათ.

სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორ ლელა ხურციძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტები არ ჰყავთ.

მსგავსი