სამტრედიის ცხელების ცენტრის ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
სამტრედიის ცხელების ცენტრის ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ორი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ორივე პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა, ირაკლი ლაღიძემ განუცხადა.

ირაკლი ლაღიძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში სტაციონარს ორმა პაციენტმა მიმართა. მათ ანალიზები უკვე აუღეს და პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.