სამტრედიის „ცხელების ცენტრის“ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

16:31, 15.05.2020

სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ორი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ორივე პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორმა ლელა ხურციძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, სტაციონარში ცხელებით ხუთი ახალი პაციენტია შესული, მათ უკვე გაუკეთეს შესაბამისი ანალიზები და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაიგზავნება.

მსგავსი