სამტრედიის „ცხელების ცენტრის“ ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
სამტრედიის „ცხელების ცენტრის“ ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

სამტრედიის „ცხელების ცენტრს“ ბოლო 24 საათის განმავლობაში სამმა პაციენტმა მიმართა ცხელებით.

სამედიცინო დაწესებულების დირექტორის, ირაკლი ლაღიძის ინფორმაციით, მათგან ერთი პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ირაკლი ლაღიძის ცნობით, დანარჩენი ორი პაციენტის ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაშია გაგზავნილი და პასუხები გვიან ღამით ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.