სამტრედიაში ქუჩების დეზინფექცია ჩატარდა
სამტრედიაში ქუჩების დეზინფექცია ჩატარდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში ცენტრალური ქუჩები, ტროტუარები და აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპროფილაქტიკო ღონისძიებების ფარგლებში, გზების მორეცხვის სამუშაოები ა(ა)იპ „გამწვანების და კეთილმოწყობის“ სამსახურის მიერ სპეციალური ტექნიკის საშუალებით განხორციელდა.

პროცესში ასევე ჩართული იყო ქუთაისის და სამტრედიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების და საქართველოს რკინიგზის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები.

მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია გაეცნო, რომლის თქმით, ქუჩების მორეცხვა და დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება და ყველა ქუჩას მოიცავს.