„სამტრედიაში“ ოთხი ახალწვეულია - გუნდი დაკომპლექტებას ასრულებს
„სამტრედიაში“ ოთხი ახალწვეულია - გუნდი დაკომპლექტებას ასრულებს

„სამტრედიაში“ დაბრუნებულმა მთავარმა მწვრთნელმა, გია ცეცაძემ რამდენიმე მოთამაშე დაიმატა, – ახალწვეულების შესახებ ცნობას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„სამტრედიაში“ ოთხი ახალი მოთამაშეა – გუნდში ჩაირიცხა 24 წლის მეკარე ბექა ქურდაძე, 24 წლის შემტევი ნახევარმცველი ოთარ კობახიძე, ასევე 24 წლის საყრდენი ნახევარმცველი თაზო ცეცხლაძე და 26 წლის თავდამსხმელი დავით ჯიქია.

ამ ოთხეულიდან ადრე „სამტრედიაში“ ჯიქია თამაშობდა – ყველა ასაკობრივ ნაკრებში ნათამაშები შემტევი, რომელიც გუნდში 2016 გამოდიოდა და „სამტრედიასთან“ ერთად ჩემპიონობა იზეიმა. ბოლოს ის ქობულეთის „შუქურაში“ ირიცხებოდა.

ცნობილია, რომ სამტრედიელებმა ასევე დაიმატეს 25 წლის ურუგვაელი ესტებან მასკარენა და აზერბაიჯანელი მცველი იბრაჰიმ ქაზირზარდა.