სამტრედიაში ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
სამტრედიაში ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ოთხი პაციენტის ტესტის პასუხი მიიღეს და ყველა უარყოფითია, მათ ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ირაკლი ლაღიძემ განუცხადა.

დირექტორის ინფორმაციით, კლინიკაში ცხელებით კიდევ სამი პაციენტია შეყვანილი, მათ უკვე აუღეს ანალიზი და პასუხი სავარაუდოდ, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.