სამტრედიაში, ნავთობბაზაზე ხანძარი ლოკალიზებულია [ვიდეო]

სამტრედიის ტერიტორიაზე, ნაჩხატაურის უბანში, ნავთობბაზაზე ხანძარი ლიკვიდირებულია და ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა განუცხადა.

მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდება, ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები.

„ამ დროისათვის „ვისოლის“ ნავთობბაზაზე ხანძარი სრულად ლოკალიზებულია. მიმდინარეობს წერტილოვანი სალიკვიდაციო სამუშაოები. ცეცხლის გავრცელების საშიშროება სხვა რეზერვუარებზე მოხსნილია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“, – განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა.

ცეცხლი ნავთობბაზაზე დღეს დაახლოებით 06:00 საათზე გაჩნდა. ნავთობბაზაზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები იმერეთისა და სამეგრელოს მუნიციპალიტეტებიდან, ადგილზე 14 სამაშველო ჯგუფი და 70-მდე მეხანძრე მუშაობს.