სამტრედიაში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანეს
სამტრედიაში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანეს

სამტრედიაში, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დევი ჭანკოტაძის საარჩევნო ბანერს საღებავი შეასხეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გოჩა კუპრავას განცხადებით, აღნიშნული ფაქტი მმართველი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არის წახალისებული.

„ეს არის ხელისუფლების დაკვეთით გაკეთებული. ჩვენი კანდიდატის საარჩევნო ბანერის დაზიანებას წინ უძღოდა ხელისუფლების სურვილი დაეფარა აღნიშნული ბანერი. ხელისუფლებამ უკანონოდ მოისურვა დევი ჭანკოტაძის ბანერის წინ გაეკეთებინა კიდევ ერთი ბანერი წარწერით „სამტრედია 150 წლის“, რომელიც არამარტო ჩვენს რეკლამას, არამედ ნიკო ნიკოლაძის ბიუსტს ფარავდა. დასკვნები თქვენ გააკეთეთ“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს „ნაციონალური მოძრაობის“ სამტრედიის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ემზარ შუბლაძემ.